28/11/2024
20:31
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და “კოალიცია ცვლილებების” ლიდერები.
ამ დროისთვის, პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმშიჩანიშნა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ცნობილია შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.
დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემსაპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
28/11/2024