ოპოზიციაში ცდილობენ ვითარების გამოყენებას იმისთვის, რომ ჰქონდეთ სათქმელი - საქართველოში არის რაღაც ოპოზიციური ერთობა, რომელსაც სათავეში უდგას „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი - სეფაშვილი
A-
+A

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის ერთობას და რა როლი ენიჭება ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილს, ამ თემაზე „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიციის მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, ვინაიდან მას ამის რესურსი არ გააჩნია, მათ შორის არც იდეის დონეზე და არც ფინანსების სახით.
„ეს გასაკვირი არ არის, რადგან მაშინაც კი, როდესაც არჩევნების შემდეგ იკრიბებოდნენ, ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ერთობას ჩაუდგებოდა სათავეში. მანამდეც, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი „ლიდერობა“ იყო დროებითი და მხოლოდ და მხოლოდ მანამდე გავრცელდებოდა, სანამ ლეგიტიმურად პრეზიდენტობის ვადა არ ამოეწურებოდა. ამის შემდეგ მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, როგორი აღქმებიც არ უნდა შექმნან ტელევიზიებმა თავიანთი ინტერვიუების და კომენტარების საშუალებით, თითქოს ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, არ არის ასე - ლეგიტიმურობა მას ოფიციალურად საქართველოს კანონმდებლობით გაუვიდა. ეს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამ, კარგად იცის. ახლა ცდილობენ უბრალოდ ამ ვითარების გამოყენებას იმისთვის, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც ჯერ კიდევ Deep State-ის თუ გლობალური ომის პარტიის, როგორც გნებავთ ისე უწოდეთ, გავლენების ქვეშ არიან, ჰქონდეთ სათქმელი, რომ არის საქართველოში რაღაც ოპოზიციური ერთობა, რომელსაც სათავეში უდგას „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი. აი, ამ სურათის დადგმას და ამ სპექტაკლის თამაშს ფიქრობენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, იმიტომ, რომ რესურსი როგორც ასეთი, არ აქვთ. მე რესურსს ვგულისხმობ, პირველ რიგში, ფინანსებს. მათ ფინანსების ძალიან მძლავრი წყარო გადაეკეტათ USAID-ის და NED-ის ფინანსების სახით. ევროპიდან, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი გადმორიცხვები და რაღაც არხებით, ეჭვი მაქვს იღებენ ფინანსებს, თუმცა ეს ისეთი დიდი ფინანსები არაა.
ისინი ვერასდროს შეძლებენ ამ ერთობის შენარჩუნებას, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ არის რაიმე იდეის ირგვლივ გაერთიანებული. ანუ ერთადერთი იდეა, რასაც ვისმენთ ჩვენ, არის ხელახალი არჩევნების ჩატარება - რატომ? გაუგებარია რას უშვებიან მილიონ 200 000 ადამიანის ხმას? ანუ, უნდა დავნიშნოთ არჩევნები იმიტომ, რომ რაღაცა პატარა გუნდი წარუმატებლობას ვერ შეეგუა და მარცხი ვერ აღიარა?" - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიცია ხავსს ეკიდებოდა და ამ პროცესს ისევ აგრძელებს, თუმცა, სეფაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელმოსაჭიდი ხავსიც აღარ შერჩა. „არჩევნების შემდეგ, როდესაც ზურაბიშვილთან დაიწყეს შეხვედრები, ეს იყო ხავსზე მოჭიდება, თუმცა ეს ხავსიც აღარაა. იმ ოპოზიციურ სპექტრში, სადაც თავი ყველას ლიდერად მიაჩნია და ყველას ჰქონია, რომ რაღაც მთავარი როლი უნდა ითამაშოს საქართველოში არეულობის შექმნაში და არა პოლიტიკის კეთებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმე აღიარებს ზურაბიშვილს ლიდერად?" - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
0
0
28
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%