საქართველოს პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია "ახალ და ძველ ქოცებად გაიყვნენ და შიგნით სამოქალაქო ომი მიმდინარეობს", რადგან ღარიბაშვილი დიდ პრობლემას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილისთვის.
სანიკიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ირაკლი კობახიძემ საახალწლო სუფრებიც კი ცალ-ცალკე გაშალეს, რომელსაც ივანიშვილი არ დასწრებია.
"ივანიშვილს ყოველთვის ურჩევნია ჩრდილიდან მართოს საცეცებით თავისი კომისრები, მაგრამ მის გამოსვლაში მან დააფიქსირა მიზეზთა ერთი ნაწილი, რატომაც დაბრუნდა. პირველი, ის ვერ აკონტროლებს თავის პოლიტიკურ ორგანიზაციას. მან ახსენა, რომ შიდა დაპირისპირებებია დაწყებული და ეს არის მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მინდა მოკლედ მოგახსენოთ. ჩინეთში ვიზიტი კობახიძის ფრთის ეს მარტო ჩინეთთან ურთიერთობის გამყარება არ არის.ბიძინას გუნდი ორ დაპირისპირებულ გუნდად არის გაყოფილი, დავარქვათ ძველი და ახალი ქოცები. სხვათა შორის, საახალწლო სუფრები ცალ-ცალკე გაშალეს და მე რამდენადაც ვიცი, ბიძინა არცერთთან არ მისულა. ადრე მიდიოდა ხოლმე, როდესაც ძველი კოალიცია იყო ესწრებოდა ხოლმე. ქოცებს სამოქალაქო ომი აქვთ უკვე, რადგან ღარიბაშვილი უკვე პრობლემაა ბიძინასთვის", - აღნიშნა სანიკძემ.
0
0