05/09/2023
23:01
პოლიტიკა
ქართული ოცნება“ იმავე შეცდომას უშვებს, რაც ავადსახსენებელ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით დაუშვა , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკის სივრცეში“ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.
რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურა არ უნდა დაეწყო და რიტორიკის დონეზე უნდა გაეგრძელებინა პრეზიდენტთან კამათი.
„მარგველაშვილსაც და ზურაბიშვილსაც, ორივეს აქვს ერთი პრობლემა - „მშობელმა“ მოიყვანა და ეს ვერ უპატიებია. ეჩხუბება იმ „მშობელს“. ამათაც არ შეუძლიათ პატიება, რომ მოიტანეს და დასვეს და ეჩხუბებიან. მათ რომ ჰქონდეთ თავიანთი ხმებით მიღებული ეს თანამდებობები, არ იქნებოდა ეს სირთულეები, იპოვიდნენ საერთო ენას, მაგრამ ახლა ჭიდაობაა და თვითგანმტკიცებაზეა მიმართული მთელი ეს ორომტრიალი.
მე მაგალითად მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ იმავე შეცდომას უშვებს, რაც იმ ავადსახსენებელ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით დაუშვა. შეეძლო გაეტარებინა, რიტორიკის დონეზე გაეგრძელებინა კამათი, როგორც კამათობს ოპოზიციასთან და მსვლელობა არ მიეცა იმიტომ, რომ საკითხის ასე დაყენება უკვე სამართლებრივი დევნაა. უკვე მივიღეთ შედეგი, რომ პრეზიდენტს სამართლებრივი დევნა გამოუცხადა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ევროპისკენ იყურება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
0
0