06/09/2023
12:59
პოლიტიკა
ნინო ლომჯარიას მიერ ახალ მოძრაობის შექმნის ინიციატივასა და ყოფილი სახალხო დამცველის გეგმებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი თანამდებობაზე ყოფნის დროს პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას საზოგადოებრივი მოძრაობისგან ქვეყანა კარგს არაფერს უნდა ელოდოს.
"ნინო ლომჯარიას დიდი ხანია შექმნილი აქვს საზოგადოებრივი მოძრაობა, უბრალოდ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, მისგან სიკეთეს საქართველო არ უნდა ელოდოს. პოლიტიკაში დიდი ხანია მოვლენილები არიან, როცა სახალხო დამცველი იყო მაშინაც, ისევე როგორც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური პლატფორმიდან მოძღვრავს ქვეყანას, მაგრამ მე ვფიქრობ, მისი საქმიანობის არც ერთ ეტაპზე ამ სტრუქტურის პოპულარობა არ გაზრდილა და ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თავად ლომჯარიას თავშეუკავებელი ხშირ შემთხვევაში, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
0
0