
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ფაშინიანმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პლენარულ სხდომაში თემაზე „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“ მიიღო მონაწილეობა.
პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური განვითარების მთავარი ორიენტირი კვლავ ადამიანი უნდა იყოს, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანები ყოველდღიური ერთფეროვანი სამუშაოსგან უნდა გაათავისუფლოს და მას სიკეთე მოუტანოს.
ფაშინიანის თქმით, დღეს გლობალური ინდუსტრია ღრმა ტრანსფორმაციის ფაზას გადის, სადაც სამეცნიერო განვითარება, დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
ამასთან, ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან.
ცნობისთვის, სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს რუსეთში ფაშინიანის პირველი ვიზიტია.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026