
ქვეყანაში სამართლიანობა ან პატიოსნება მხოლოდ ელიტებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ფული და კავშირები აქვთ, ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ორდღიანი ღონისძიების „პროკურორთა ევროპული დიალოგის სომხური პლატფორმა“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, თუ სამართლიანობა და პატიოსნება მხოლოდ ელიტისთვისაა ხელმისაწვდომი, მაშინ ისინი უბრალოდ არ არსებობენ.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია საკითხის იურიდიული ანალიზის გაკეთება, მაგრამ შეუძლია გადმოსცეს საზოგადოებასთან კონტაქტების შედეგად შექმნილი შთაბეჭდილება.
„საერთო ჯამში, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, შთაბეჭდილება ძალიან ნეგატიურია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საარჩევნო კამპანიის დროსაც ვნახე. საარჩევნო კამპანიის განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მოკლე დროში რესპუბლიკის მოსახლეობის ყველა სეგმენტთან ურთიერთობ და როდესაც ეს საკითხი ყოველდღიურად ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ აქ სისტემური პრობლემები გვაქვს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სისტემური პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ხელმძღვანელობა ძალიან ხშირად იცვლება, მაგრამ სისტემა ერთიანია, ის საკუთარი ლოგიკით მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ამას შეხედავთ, სისტემა ისევ საკუთარი ლოგიკით დაიწყებს ფუნქციონირებას და ვერავინ შეძლებს ერთი და იგივე საკითხის 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს, მიკროსკოპის ქვეშ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
0
0