
როგორც ნიკა მელიამ თქვა, მათი მთავარი ოპონენტი, არა “ქართული ოცნება”, არამედ რუსეთია.
“თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა. ამ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებენ, ამ პროცესს, ქართული ოცნება არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ქართული ოცნება, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები. პრაქტიკულად, მექანიკურად, ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები. მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი და ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს.
ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რისთვის უძალიანდება ამ რეჟიმს მარტო იქ გამოკეტილი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამვოშალოთ, ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ”,-თქვა ნიკა მელიამ.
0
0