
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც, ამ დროისთვის, სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან, არიან პოლიტიკური პატიმრები.
როგორც მან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ „ადამიანს არ ღირსებია და ამ ხელისუფლების პირობებში არც ეღირსება თავისუფალი სასამართლო“.
„აქ ვინც „ქოცები“ არიან, ახლა თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი, რომ მოჰყვება, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. ამ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0