
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა რუსთავის პენიტენციარული დაწესებულებიდან.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის პირდაპირ ტელევიზიაში მისვლას აპირებს და შემდეგ რას იზამს, ამაზე არ უფიქრია ჯერ.
გვარამია ამბობს, რომ აღარ აპირებს “მთავარი არხს” დირექტორობას.
მან მიმართა პრეზიდენტსაც.
"სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უფრო სწორად მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მითუმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის.
არ მგონია, რომ რელევანტური იყოს არგუმენტი, რომ მაშინ სხვები გაბრაზდებიან. შეიძლება, სხვები გაბრაზდებიან, ადამიანების რაღაც რაოდენობა, მაგრამ ბრაზი გაივლის სწრაფად. სამაგიეროდ, იმ ადამიანების, ვისზეც მე ვისაუბრე, უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის იქამდე, ვიდრე სააკაშვილი არის უსამართლო პატიმრობაში. მოდით, არ შევაფასოთ, სამართლიანში თუ უსამართლოში, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ღირს გარისკვა ადამიანის სიცოცხლით.ვისაც ეჭვი ეპარება მის ჯანმრთელობაში, სჯობს, ეს ეჭვი სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თავის თავშიც, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც. თუ არსებობს რამე ეჭვები, გადაწყვიტეთ სიცოცხლის სასარგებლოდ, რადგან სჯობს შეგეშალოთ სიცოცხლის სასარგებლოდ, ვიდრე სიკვდილის სასარგებლოდ.
არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან უდანაშაულო მგონია ჩემი თავი და ამას აუცილებლად დავამტკიცებ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0