ნიგერიელები ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისგან თავის გადარჩენისთვის სალოცავად შეიკრიბნენ.
ნიგერიის უმსხვილესი ტექსტილის ბაზრის კანტინ კვარის (კანოს შტატში) მუსლიმი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ ეკონომიკაში ღმერთის ჩარევა სჭირდებათ. მაღაზიის ერთ-ერთმა მფლობელმა BBC-ს განუცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობა ბევრი ადამიანისთვის გაუსაძლისი გახდა, რადგან კვება ახლა მათთვის მთავარი პრობლემაა.
„სპეციალური ლოცვა ვთქვით, რათა ღმერთი დაგვეხმაროს, რადგან არ ვიცით, რას აკეთებენ ჩვენი ლიდერები ამ საკითხთან [ეკონომიკის] დაკავშირებით. ერთი ტომარა ბრინჯისა და შაქრის ყიდვა ღარიბი ადამიანისთვის მიუწვდომელია. გვინდა, რომ ღმერთი დაგვეხმაროს”, - თქვა მაღაზიის მფლობელმა.
ბოლო წლების განმავლობაში, ნიგერიის მასშტაბით, სურსათზე ფასები გაიზარდა. მდგომარეობა მთავრობის პოლიტიკის [მაგ., ბენზინზე სუბსიდიების მოხსნა] გავლენის შედეგად გაუარესდა.
0
0