03/08/2024
14:26
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ სახით ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, მათგან არაფერი გასაკვირი არ არის და პირიქით, სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ჯგუფებია ჩვენთან, რომლისგანაც ყველაფერი მოსალოდნელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტერორზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თუმცა, როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მისთვის გამოძიებაზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
„ვხედავთ, რომ გამოძიება მიდის. ჩვენთვის ზედმეტი დეტალები არც არის ცნობილი, თუმცა საფუძველი არსებობს, რადგან ეს გამოძიება მიდის. „ნაცოონალური მოძრაობის“ სახით ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ მოერიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილის შემოპარებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე, რომ აერიათ აქ სიტუაცია. ასე რომ მათგან არაფერი გასაკვირი არ არის და პირიქით, სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ჯგუფებია ჩვენთან, რომლისგანაც ყველაფერი მოსალოდნელია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0