06/09/2023
16:58
პოლიტიკა
"რა გარემოებაში მოხდა ლისის ყიდვა ხაზარაძის მიერ, რატომ მოხდა გარიგება მიზერულ ფასად?", - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მამუკა ხაზარაძის პარტია აქტიურობს ძალიან თბილისის ამბებზე და იქნებ იმიტომ რომ ძველებურად აღარავინ ,,კრიშავს" ხაზარაძეს. იქნებ მიუბრუნდეთ თქვენი პარტიის ლიდერს და კითხოთ: რა გარემოებაში მოხდა ლისის ყიდვა ხაზარაძის მიერ, რატომ მოხდა გარიგება მიზერულ ფასად? და მას შემდეგ რა გააკეთა ხაზარაძემ ლისის განვითარებისთვის - კორპუსების გარდა არაფერი.
ნაცებს და ხაზარაძეს თბილისელების წინაშე იმდენი დანაშაული აქვთ ხმა არ აქვთ ამოსაღები, ადეიშვილთან გარიგებით ერთ ლარად გადასცა უგულავამ თითქმის ყველა მაღალჩინოსანს მიწები და ესენი გვაკრიტიკებენ დღეს, როცა ნამდვილად მიდის ქალაქის აღმშენებლობა, მოსახლეობისთვის შესაძლებლობების გაჩენა, ინვესტიციების მოზიდვა და თბილისის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ისტორიული პროცესი.
კიდევ ერთხელ გეტყვით, ვერ დააპაუზებთ თბილისს, ვერ შეაჩერებთ ქალაქის აღმასვლას!",- წერს ზარნაძე.
0
0