
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ მთასვლელებზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 3 მთასვლელთან კომუნიკაცია შედგა.
„მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.
0
0