მსოფლიოს უმსხვილესი ხმის ჩამწერი სტუდიები ხელოვნური ინტელექტის დამწყებ კომპანიებს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივიან. ფირმების Sony Music-ის, Universal Music Group-ისა და Warner Records-ის განცხადებით, Suno-მ და Udio-მ მათი საავტორო უფლებები „თითქმის წარმოუდგენელი მასშტაბით“ დაარღვიეს. მათივე მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები მათ მუსიკას „იპარავენ“. ხმის ჩამწერი სტუდიები თითო ნამუშევარზე 150 000 აშშ დოლარის კომპენსაციას ითხოვენ.
Suno და Udio კომენტარის გაკეთებაზე მოთხოვნას მყისიერად არ გამოეხმაურნენ. Suno-მ, რომელიც დაფუძნებულია მასაჩუსეტში, თავისი პირველი პროდუქტი 2023 წელს გამოუშვა. კომპანიის განცხადებით, მისი ინსტრუმენტი მუსიკის შესაქმნელად 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა. ნიუ-იორკში დაფუძნებული Udio (რომელიც ცნობილია როგორც Uncharted Labs) კი მხარდაჭერილია მსხვილი საწარმოს ინვესტორების მიერ, როგორიცაა ანდრესენ ჰოროვიცი.
მანამდე, ხელოვნური ინტელექტის ფირმები ამტკიცებდნენ, რომ მასალის გამოყენება ლეგიტიმურია სამართლიანი გამოყენების დოქტრინის მიხედვით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გარკვეულ პირობებში (როგორიცაა ახალი ამბები) ლიცენზიის გარეშე გამოიყენონ საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრები. თუმცა მასაჩუსეტსისა და ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოებში წარდგენილ საჩივრებში ხმის ჩამწერი სტუდიები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ფირმები სიმღერების კოპირებით უბრალოდ ფულს შოულობენ. საჩივრებში ნათქვამია, რომ Suno და Udio ხელოვნურად ქმნიან ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა „Prancing Queen“, რომლის ავთენტური ჩანაწერისგან გარჩევა ჯგუფ ABBA-ს ერთგულ ფანებსაც კი გაუჭირდებათ. Udio-ს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ციტირებული სიმღერებია ასევე Mariah Carey-ის „All I Want for Christmas is You“ და „My Girl by The Temptations“.
„[მოტივი] თავხედურად კომერციულია და საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტ ადამიანურ ხელოვნებას, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით. სხვადასხვა ნაწარმოების ამგვარი „კომერციული ქურდობა“ საფრთხეს უქმნის მთელ მუსიკალურ ეკოსისტემას“, - აცხადებენ ხმის ჩამწერი სტუდიები
0
0