
“მშობლები არ მომიკლავს… ჩვენება ზეწოლის ქვეშ მივეცი! მითხრეს, ან მე წავიდოდი ციხეში, ან ჩემს დას დაიჭერდნენ.” ამის შესახებ ყოფილმა პოლიციელმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ გამოძიების ეტაპზე ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.
"გამოძიებისას სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ მომხდარის გამო ციხეში ან თავად წავიდოდა, ან მის დას დაიჭერდნენ. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექსპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ, რომელიმე იარაღისთვის უნდა წაესვათ", - განაცხადა ბრალდებულმა.
სასამართლოზე ბეროზაშვილმა დის შესახებაც ისაუბრა:
"ჩემ დაზე იყო საუბარი ან შენ ჩაჯდები ან შენი და, თამუნა ბეროზაშვილიო. ვინაიდან ციხის სისტემა ზეპირად ვიცი, არ მინდოდა, რომ ჩემი და ციხეში წასულიყო და ვარჩიე, რომ მე წავსულიყავი ციხეში…. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექსპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ, რომელიმე იარაღისთვის უნდა წაესვათ”, - განაცხადა გიორგი ბეროზაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მშობლების მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი დაიჭირეს.
0
0