20/06/2023
11:53
პოლიტიკა
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც პალატის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკის, დაზღვევისა და საქონლის ტრანზიტის საკითხების განხილვას დაეთმო.
შეხვედრის გახსნისას, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ გამოაცხადა გარემონტებული და გაუმჯობესებული ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას. მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები იყო საჭირო, აღნიშნა ვლადიმერ პადალკომ.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოდან სატვირთო მანქანებისა და მძღოლების რუსეთში ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების საკითხი.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობაზე.
რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ლიდერად აირჩიეს კომპანია IK Rumb-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი. მარტში იგი საქართველოს ეწვია, გამართა საქმიანი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოინახულა ღვინის ქარხნები კახეთის რეგიონში.
0
0