15/11/2023
17:31
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი გმობს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას სადაც ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა.
„ჩვენ მორალის შესახებ გაკვეთილებს პრეზიდენტ ერდოღანისგან არ მივიღებთ, ადამიანისგან, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის საშინელი ისტორია აქვს.
ისრაელი თავს „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტებისგან იცავს, რომელთაგან ზოგიერთს ერდოღანის სახურავის ქვეშ მოქმედების უფლება მიეცა“, - წერს იაირ ლაპიდი.
როგორც ისრაელის მედია წერს, თურქეთი დიდი ხანია უსაფრთხო თავშესაფარი იყო „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერებისთვის.
ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
0
0