24/02/2023
22:12
პოლიტიკა
“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს კიევიდან მიმართა:
“მოგესალმებით კიევიდან. მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მივესალმები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ადამიანებს, ვინც ომიდან ჩვენთან ჩამოვიდა, თავშესაფარი იპოვა და ჩვენი მოქალაქეებისგან სითბო, სიყვარული და თანაგრძნობა ნახა. განსაკუთრებით პატივით მინდა გამოვხატო ჩვენი გმირების მიმართა, ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის თავს წირავს, თავს წირავს იმპერიასთან ბრძოლაში.
მე მოგმართავთ კიევიდან, ადგილიდან, სადაც ღირსება არის არა მხოლოდ სიტყვა არამედ ყოველდღიური და ყოველწუთიერი არჩევანი, ადგილიდან, სადაც მარცხდება იმპერია ადგილიდან, სადაც ძალიან მალე იქნება გამარჯვება, ადგილიდან, სადაც შენდება ჩვენი მომავალი, მათ შორის და დღეს თქვენი შეკრებით ამ საქმეში ჩვენი აგური დადეთ. კიევი და უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გაბედულების რწმენა, არდაღლის რწმენა, გამარჯვების რწმენა და სწორედ ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა ტყუილთან, ძალადობასთან, უღირსობასთან, სირცხვილთან თავსმოხვეულ უიმედობასთან და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გამარჯვებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას”- აცხადებს ელენე ხოშტარია.
0
0