07/09/2023
15:01
პოლიტიკა
მისასალმებელია, როდესაც ასეთი ვიზიტები ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში. საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს.
„რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის და ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რომ ჯოზეფ ბორელი ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.
„მესმის ამ ადამიანების განცხადებების, თუმცა ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვუერთდებით სანქციებს და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იმისთვის, რომ მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში და ეს ყველაფერი ყველა მოქალაქემ იგრძნოს“, – აღნიშნა კალაძემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.
0
0