მიხეილ სააკაშვილმა პროპაგანდისტური თვალსაზრისით საქმეს „პიჯაკების საქმე” დაარქვა და არა „ბოტოქსების საქმე“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული - გია ვოლსკი
18/02/2022
17:34
პოლიტიკა
A-
+A
სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეს თუ გრიფი „საიდუმლო” მოეხსნება, ეს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის უფრო ხელსაყრელი რატომ არის, ან გრიფი „საიდუმლო” რაღას ადევს, როცა ამ საქმეში არსებული ყველა ციფრი ვიცით? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე” ნაკლებად ეთქმის, რადგან ადგილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.
„ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავად მოიგონა, რომ დანაშაული შეამციროს და პროპაგანდისტური თვალსაზრისით ამ საქმეს „პიჯაკების საქმე” დაარქვა, ვიდრე ვთქვათ, „ბოტოქსების“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული. რა საკვირველია, პიჯაკი უნდა იყიდო და წარმომადგებლობითი ხარჯები გქონდეს, მაგრამ ეს ხარჯები გაწერილი არ უნდა გქონდეს პირადი ექიმისთვის, შვილისთვის და გერმანიაში სამოგზაუროდ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
0
0
328
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%