12/11/2021
12:25
პოლიტიკა
როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, ის, რომ ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, ეს ნიშნავს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მისი რეაბილიტაცია შეიძლება იმ დაწესებულებაში, რომელიც სტანდარტებს აკმაყოფილებს.
დეპუტატის თქმით, სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა მე-18 დაწესებულება, ამას გადაწყვეტენ ექიმები, მათ შორის მისი პირადი ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე კარგი წამალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის არის საკვები პროდუქტების მიღება.
„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ვნახეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური მოწოდება, რადგან ეს ის სასამართლოა, რომელმაც ის დანაშაულებრივი სისტემა ძალიან კარგად იცის, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა შექმნილი და რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლოს მის წინააღმდეგ არაერთი გადწყვეტილება აქვს გამოტანილი. სასჯელაღსრულების დაწესებულება როგორც დღემდე, ასევე მომავალში უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას. თავად სააკაშვილი შეასრულებს თუ არა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მასზეა დამოკიდებული. მის მიერ დაყენებული პირობები ადასტურებს, რომ ის პატივს არ სცემს არც ერთ სახელმწიფოს და მათ შორის, არც საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც მას შიმშილობის შეწყვეტას დაჟინებით მოუწოდებს. თუ სად უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, ეს გადასაწყვეტია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების. მგონი, სააკაშვილს მისი სტატუსი ავიწყდება – ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის პატიმარი, რომლის უფლებებიც დაცულია და დაცული იქნება მომავალშიც. ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს და ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში, თორე, კადრების შემდეგ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ამ ადამიანს ერთი პროცენტიც არ აქვს დაკლებული – არც ენერგია, არც რიტორიკა, არც მიდგომები და ა.შ. თუმცა სამედიცინო სფეროს დასკვნები იქნება ის, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური სამსახური”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0