06/11/2021
21:30
პოლიტიკა
მისი თქმით ამ შემთხვევაში საკითხი ძალიან მარტივად დგას. „არსებობს წესი, ყველასთვის ურყევად ერთნაირი, რომ ყველას აქვს უფლება ჯანდაცვის ხარისხიან სერვისზე. შეიკრა სპეციალისტების ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები, სახალხო დამცველი, შეხვედრაში მეც ვმონაწილეობდი და გაირკვა, რომ შეიძლება გარკვეულ პერიოდში, თუ იქნება გარკვეული ხანგრძლივობის შიმშილობა, მოულოდნელად შესაძლოა განვითარდეს ისეთი პროცესი, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებდეს ურგენტულ სამედიცინო ჩარევას. ამისთვის აუცილებელია, რომ იყოს მობილიზაცია. ეს ყველაფერი გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა და შესაბამისად აღჭურვილობა საკმარისია. შეიძლება რაღაცა ეტაპზე კვლევისთვის საჭირო გახდეს სხვა სერვისის გაწევა, თუმცა ვფიქრობ ეს არაა ურგენტული სერვისისთვის აუცილებელი აპარატურა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ამასთან, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პენიტენციურ სისტემაში პატიმრის სამედიცინო მომსახურების კანონით განსაზღვრული წესიც განმარტა. „ზოგადი წესი ასეთია, რომ თუ პატიმარს ესაჭიროება სამედიცინო ჩარევა, ამას პენიტენციური სამსახური თავად აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუკი ისეთი ჩარევა სჭირდება, რომელსაც უწყება არ აკეთებს, მაგალითად იშვიათი ქირურგიული ოპერაცია, ასეთ შემთხვევაში ახალ საავადმყოფოს ვერ შექმნის უცებ, ერთი შემთხვევისთვის და ამიტომ მიჰყავთ ხოლმე კერძო კლინიკაში პატიმარი. ესაა პრაქტიკა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ბოლო წლების განმავლობაში, არასდროს მომხდარა, რომ ვინმეს უბრალო შეხედულებისამებრ, სურვილისამებრ, ან უბრალოდ პოლიტიკოსის სურვილის საფუძველზე პატიმარი კერძო კლინიკაში გადაეყვანათ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
0
0