
ჩვენი გაერთიანებული ქვეყნის ისტორიაში დემოკრატია და თავისუფლება ასეთი თავდასხმის ქვეშ არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება ულტრამემარჯვენე ესქტრემისტული ძალების მხრიდან.
„მემარჯვენე ექსტრემისტული ძალები თავს ესხმიან ჩვენს დემოკრატიას და საზოგადოების მოწონებას იმსახურებენ. უბრალოდ ლოდინი და დროებით ჩუმად ყოფნა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე აქტორები საზოგადოებას გერმანიის „ისევ დიდებულად“ გადაქცევის დაპირებით ატყუებენ, თუმცა, მისივე თქმით, დემოკრატებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ ამასთან საბრძოლველად.
„ჩვენ გვაქვს კანონი, თავისუფლება, ადამიანობა. ცოდნა იმის შესახებ, სად მივყავართ სიძულვილს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ პარტიის აკრძალვა უნდა იყოს დემოკრატიაში უკანასკნელი საშუალება და ნაბიჯი, რომელიც ფრთხილად უნდა იქნას შესწავლილი, აწონ-დაწონილი. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი ზომის განხილვისას „მშვიდად არ უნდა ისხდნენ“.
0
0