26/02/2023
20:56
პოლიტიკა
"ხელისუფლება რა შუაშია? ჩემს საქმეში მე ვარ უფროსი. რა უნდა მითხრან, რომ არ გავაკეთო ის, რაც საჭიროა. ბევრ რამეს ვაკეთებ, რომ პაციენტის ინტერესები დაცული იყოს. მდგომარეობა რომ დამძიმდება და მაჩვენებლები ნამდვილად კრიტიკული გახდება, სატურაციას ვერ დავიჭერთ და არტერიულ ჰიპერტენზიას, მას ჩემთან ერთი წუთით არ გავაჩერებ", ამის შესახებ “ვივამედში” სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი აცხადებს იმის პასუხად, რომ მუდმივად ისმის ბრალდებები - "ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს".
თამარ დავარაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალობა მისი და კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხია.
"ამის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიმცენ. ის უკვე სარეანიმაციოო იქნება. როგორც ასეთი მაჩვენებლებით რეანიმაცია არ მიიღებდა, ისე მე ვერ გავაჩერებ. მანამდე არ უნდა მივიდეს, ნუ ცდის ორგანიზმს, ამაზე მაქვს კამათი. მისი, როგორც ადამიანის მესმის. ჩვენ ბევრ რამეზე გვისაუბრია. ამბობს, ასეთი შეცდომა არ უნდა მომსვლოდაო, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს“, - განაცხადა დავარაშვილმა.
როგორც მანა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.
გარდა ამისა, თამარ დავარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს სამედიცინო ისტორია გაყალბდა.
როგორც მან განმარტა, თავს არ იმართლებს, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ადვოკატმა არ იცის. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ, შიმშილობას შეწყვეტს და მკურნალობას დათანხმდება.
„სახალხო დამცველის აპარატმა ისტორია მომთხოვა. ვუთხარი, სანამ საბოლოო ფორმას არ მივცემ, ვერც მოგცემთ - მეთქი. არ მინდა ამდენი შეურაცხყოფა. კლინიკაზე პასუხისმგებლობა როგორ არ არის, მაგრამ იქ უნდა ნახონ, რატომ მოხდა ფაქტი, ექიმმა დაუშვა შეცდომა? ვფიქრობ, რომ როცა მომენტი იქნება, ეს კაცი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.
0
0