14/11/2021
17:13
პოლიტიკა
მისი თქმით, სახელმწიფო ქონების მისაკუთრება არავის უნდა შერჩეს.
„ამ საქმეში საუბარი არის ცხრა მილიონი ლარის უკანონო და დაუსაბუთებელ გაფლანგვაზე, რაც წერია აუდიტის დასკვნაში და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზე უნდა იყოს მსჯელობა და არა ის, თუ როგორ ცდილობენ ამ საქმის დაკნინებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები. კონკრეტულად სასამართლო რას განიხილავს, როგორ განიხილავს, ამაზე წინასწარი ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არავის არ უნდა შერჩეს სახელმწიფო ქონების მისაკუთრება, გაფლანგვა საკუთარი ინტერესებისთვის მოხმარება და ამაზე უნდა იყოს სასამართლოს მაღალი სტანდარტით ვერდიქტი. მიხეილ სააკაშვილი არ და ვერ იქნება პრივილეგირებული, მაგრამ ცხადია, მისი უფლებები თანაბრად იქნება და არის დაცული. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრი სპეკულაციები გვესმის ამ საკითხზე, მერე აღმოჩნდება როგორც წესი ეს გავრცელებული ჭორები და დეზინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამითი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეალურად მისი უფლებების დაცვა ხდება მაღალი სტანდარტით, რაც როგორც ჩანს, არ მოსწონთ მის მხარდამჭერებს და მუდმივად ცდილობენ,რომ საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
0
0