12/11/2021
15:09
პოლიტიკა
როგორც საძაგლიშვილი ამბობს, სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის მოტივი იყო მესამე პრეზიდენტითვის ღირსებას შელახვა.
„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს, მათ არ გაუკეთებიათ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში, სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის დაწესებულებაშიც კი. ეს შენობა არის ორ ნაწილად გაყოფილი. ერთი ნაწილი არის იზოლირებული, მაგრამ ან ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია, რადგან მეორე ნაწილი არის სამედიცინო სერვისების გასაწევად. ანუ საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, არამედ მოიყვანეს, რათა მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი, ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეომტკიცებულებაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც ვნახეთ, როგორ არაადამიანურად, არაჰუმანურად ექცევა სისტემა ადამიანს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამას აკეთებს პრეზიდენტის მიმართ. ხელისუფლების პოზიცია, მოლოდინი სავარაუდოდ, იყო, რომ ამით ღირსებას შეულახავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თუმცა ჩემი პირადი აზრით, ამ ვიდეოების შემდეგ საპირისპირო შედეგი დადგა. აქ ჩანს, როგორ ღირსეულად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად მარტო მყოფი მიხეილ სააკაშვილი და როგორ არაადამიანურად იქცევა სისტემა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
0
0