17/02/2022
14:02
პოლიტიკა
„ჩემი აზრით, კარლ ჰარცელის მხრიდან ეს არ იყო სწორი განცხადება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. უამრავ კარგ საქმეში ეს ადამიანი გვეხმარება, გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი. არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად.
0
0