15/11/2021
16:43
პოლიტიკა
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ააახლოებს.
„2018 წელს იყო პირველად, როდესაც სამიტის ფორმატში, ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში ვიყავით მიწვეული, ეს იყო პირველი შემთხვევა, ამის შემდეგაც იყო პრაქტიკაში, როდესაც მინისტერიალების ფორმატში საქართველო და უკრაინა ერთობლივად იყო მიწვეული და მივიღეთ ასეთი სახით მონაწილეობა უკვე ორ მინისტერიალში. უახლეს დეკემბრის მინისტერიალზეც ჩვენი მიწვევაც ძალიან პოზიტიური, სერიოზული, გზავნილი არის ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან და კიდევ ერთხელ მოხდება ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერა, იგივე არსებითი პაკეტი, რომელიც განახლებულია, ჩვენი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მეტი წვრთნები და ასევე, იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების წინ წაწევის თვალსაზრისით, რაც საშუალებას გვაძლევს ახლოს მივიდეთ იმ მიზანთან, რაც არის ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
0
0