04/08/2023
14:49
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. იცით, რომ ვიყავით ადგილზეც და ბევრი, ვინც ნამყოფია ამ ადგილას, რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. სამწუხაროდ, მიწის ის მასა, მეწყრის სახით იყო მიტანილი იმ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, მთლიანად აქვს დაფარული ის ტერიტორია, რასაც კურორტი შოვი ჰქვია.
მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ამავე დროს მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს. 210 ადამიანი უვნებლად იყო გამოყვანილი ამ საშინელი ტერიტორიიდან.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ვეძებთ. 36 ადამიანია, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. როგორც იცით, ერთი მხრივ, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, ამავე დროს იქ ტარდება გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
0
0