29/11/2024
14:22
პოლიტიკა
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს - მინდა, ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნეთ, საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული. საქმე, შანტაჟის ნაცვლად. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს გადავდგამთ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“,- აღნიშნა პრემიერმა.
0
0