03/08/2023
17:55
საზოგადოება
ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და სოფელ გლოლას:
"რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები." ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებაში.
ამასტან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.
0
0