03/08/2023
17:35
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.
„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.
0
0