
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღნიშვნის დროს სამი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, მეხიკოში მილიონზე მეტი ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვადორის ნაკრები დაამარცხა.
მასობრივი შეკრების დროს 19 და 48 წლის ქალები, ასევე 44 წლის მამაკაცი გაიგუდნენ.
მექსიკელები 1986 წლის შემდეგ პირველად პეი-ოფში გამარჯვებას ზეიმობდნენ. მეხიკოს მერმა, კლარა ბრუგადამ მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და უახლოეს დღეებში მხარდაჭერა აღუთქვა. მერმა ბრუგადამ გულშემატკივრებს მოუწოდა, ყოველთვის პასუხისმგებლობით, ზრუნვით და თანაგრძნობით იზეიმონ.
მეხიკოს მეტროპოლიტენის არეალში 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად აქცევს.
ამ გამარჯვებით მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, სადაც შესაძლოა, ინგლისს დაუპირისპირდეს, თუ თომას ტუხელის გუნდი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაამარცხებს.
0
0