07/02/2023
15:18
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგანაც "უმძიმესი რეაქცია ექნება".
"[სააკაშვილის შეწყალება] მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქალაქო სასამართლომ მიხეილს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
0
0