
მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მივა.
„ვინც გადაწყვეტს, რომ წავიდეს, ყველას წარმატებები შემიძლია ვუსურვო, მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაკლისია. „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, მაგრამ პარტია ამით განსაკუთრებულად არ დაზარალებულა არც 11 წლის განმავლობაში და არ დაზარალდება ახლაც. მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტია წავიდნენ მსგავსი განცხადებების საფუძველზე, ამიტომაც რეალურად ეს არჩევნების თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
0
0