
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავის შეკავება მავნებლობის მაღალი ხარისხია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი ქვეყანას მიზანმიმართულად ვნებს.
„ქალბატონი სალომე არა თუ ვნებს ქვეყანას, არამედ მიზანმიმართულად ვნებს, ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო როდესაც ის ორი წლის განმავლობაში არ ამბობდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუს იმსახურებდა და მხოლოდ ემოციის ფონზე გამომივიდა და პარლამენტის ტრიბუნასთან ვათქმევინე.
ძალიან ცუდი ამბავი მოყვა იმ ამბავს, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტის გასამართლება მოითხოვა, საბოდიშოდ გაგვიხადა საქმე. მას ხშირად მიულოცია გამარჯვება ეგზიტპოლზე დაყრდნობით, ახლა, ასევე მეგობარ ქვეყანასა და მის პრეზიდენტს გამარჯვებას შეგნებულად არ ულოცავს. მარტივი ამბავია - მავნებლობის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.
0
0