
გურიაში სტიქიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. სოფელ სილაურში ფერდონიდან ჩამოშლილ მასაში მაშველებმა 82 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის გამოყვანილია 11 მოქალაქე. მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
ამ ეტაპზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.
სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.
მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.
ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
0
0