05/09/2023
22:30
მსოფლიო
თვითმფრინავი, რომელიც ატლანტიდან ბარსელონისკენ მიფრინავდა, „ბიოლოგიური საფრთხის“ გამო შუა გზიდან გაბრუნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს საშიშროება ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შექმნა — იგი ფაღარათმა შეაწუხა. ამის შესახებ BBC წერს.
„გვყავს მგზავრი, რომელსაც მთელ თვითმფრინავში ფაღარათი დაემართა“, - შეატყობინა პილოტმა ავიადისპეტჩერს, - „ამიტომ, უნდათ, რომ ატლანტაში დავბრუნდეთ“.
თვითმფრინავის მფლობელმა ავიაკომპანია Delta-მ მომხდარი დაადასტურა და აღნიშნა, რომ „სამედიცინო საკითხის“ გამო პილოტს გზიდან გაბრუნება მოუწია, სალონს კი — გასუფთავება.
„ჩვენმა გუნდმა შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ მოახერხა, საგულდაგულოდ გაესუფთავებინა თვითმფრინავი და მგზავრები დანიშნულების ადგილზე ჩაეყვანა. მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით შეყოვნებისა და შექმნილი უსიამოვნებისთვის“, - აცხადებს კომპანია.
0
0