
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ლორა თორტონის მოწოდებებს არ აჰყვა მოსახლეობა, ახლა ის მედიასა და სამოქალაქო სექტორზე გადაერთო.
„ლორა თორნტონი არის „დიფ-სთეითის“ იდეოლოგიის გამავრცელებელი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამჟამად საქართველოზე. ის პირდაპირ მოუწოდებს ხალხს დაანგრიონ საკუთარი ეკონომიკა, იძლევა დირექტივებს და გვახსოვს მისი ანგარიშებიც. მას შემდეგ, რაც ხალხთან არ გაჭრა მისმა მოწოდებებმა ის გადაერთო მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მას აქამდე არაფერი არ გამოუვიდა და არც ამ ახალი დირექტივებით გამოუვა რამე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პირველ რიგში ხალხი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0