
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს.
უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
ამ დღეს, ტრადიციის მიხედვით ტაძრები მინდვრის ყვავილებითა და მწვანე ტოტებით ირთვება, რაც სულიწმინდის მადლით ბუნების განახლების სიმბოლოდ მიიჩნევა.
სულთმოფენობა ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ეკლესიის დაარსების დღედ მიიჩნევა. იგი უკავშირდება იესო ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლას, რის შემდეგაც მათ ქრისტიანობის მთელ მსოფლიოში გავრცელების ძალა და სხვადასხვა ენაზე ქადაგების ნიჭი მიენიჭათ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი 10:00 საათზე აღავლენს.
0
0