
თურქეთი უაღრესად მნიშვნელოვანია, მას ალიანსში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს, რომელიც უაღრესად კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქულ მედიასთან ინერვიუში განაცხადა.
მარკ რუტეს თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის უფრო ძლიერი ევროპა უფრო ძლიერი ნატო-ს ფარგლებში, რომლის მისაღწევად მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება.
„თუმცა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. თურქეთი, რომელსაც დაახლოებით თავდაცვის 3 000 ინდუსტრიის კომპანია ჰყავს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თუმცა, როგორც ნატო-ს, საერთო სურათთან დაკავშირებით მეტი უნდა გავაკეთოთ. რადგან წარმოებისა და მიწოდების ვადები ჯერ კიდევ ძალიან გრძელია და ჩვენი წარმოების მოცულობა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
0
0