
ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის შემდეგი სამიზნე ნატოა- და ამიტომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, რათა ომი მის დაწყებამდე შეაჩეროს.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნატო-ს შეუძლია და აუცილებლად გასცემს ძლიერ პასუხს.
„მე დღეს უნდა გითხრათ სად დგას ნატო და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ომი შევაჩეროთ, ვიდრე ის დაიწყება. ამის გასაკეთებლად, მკაფიო უნდა ვიყოთ საფრთხეებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე და ჩვენ უკვე საფრთხეში ვართ“, – განაცხადა რუტემ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება მჭიდროდა არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან.
„უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ჩექმის ქვეშაა, პუტინის ძალები ზეწოლას ახდნენ ნატო-ს უფრო გრძელ საზღვრებს, რაც საგრძნობლად ზრდის ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეს. ეს ნამდვილად საჭიროებს გიგანტურ ცვლილებებს შეკავებისა და თავდაცვის სისტემაში. ნატო-ს მოუწევს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ხოლო მოკავშირეებს მოუწევთ, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაზარდოს სამხედრო ხარჯები“, – განაცხადა რუტემ. რუტემ ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთს მხრიდან ნატო-ს ქვეყნების საზოგადოებების წინააღმდეგ განხორციელებულ და მზარდ დეზინფორმაციულ კამპანიებსა და საბოტაჟის აქტებზე, რომლებიც მიმართულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის და თავდაცვითი ინდუსტრიის წინააღმდეგ.
„რუსეთის პროვოკაციებზე ნატო-ს პასუხი იყო მშვიდი, შემართული და პროპორციული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად შემდგომი ესკალაციისა და კონფრონტაციისთვის. ჩვენი უცვლელი ერთგულება ნატო-ს მეხუთე მუხლისადმი, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს, წარმოადგენს ძლიერ გზავნილს. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ხისტად გავცემთ პასუხს“, – განაცხადა რუტემ
0
0