ოფიციალური პირების თქმით, შვედეთის ქალაქ მალმოში, დამწვარ ავტომობილში ნაპოვნი გარდაცვლილი ორი მამაკაცი ბრიტანეთის მოქალაქეა. ივლისში, 33 წლის ხუან ციფუენტესი და 37 წლის ფარუკ აბდულრაზაკი დანიაში, შემდეგ კი - შვედეთში, მივლინებით გაემგზავრნენ და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდნენ. ~
შვედური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ მსხვერპლს მანამდე ესროლეს, სანამ მანქანას ცეცხლი გაუჩნდებოდა. როგორც შვედმა პროკურორმა მაგნუს პეტერსონმა Sky News-ს განუცხადა, "მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს", ასევე საგამოძიებო სამსახური საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაასაჯაროებს.
„ამჟამად, ვარკვევთ, რა მოხდა ინციდენტის ადგილზე, რატომ იმყოფებოდნენ ბრიტანეთის მოქალაქეები მალმოში და რა მოხდა შემდეგ. ვსწავლობთ მტკიცებულებების სახით მოპოვებულ ციფრულ მასალებს,“ - თქვა პროკურორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებმა Toyota Rav 4 კოპენჰაგენის აეროპორტში დაიქირავეს. დამწვარი ავტომობილი კი, ცხედრებთან ერთად, პოლიციამ 14 ივლისს, ღამით, იპოვა.
სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.
0
0