04/11/2022
12:28
პოლიტიკა
ნონა მამულაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ენმ-ს წევრ, ანი წითლიძის თქმით, მამულაშვილი იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, მაგრამ პოლიტიკაში და პარტიაში ყოფნის გამოცდილება დააკლდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ათი წლის განმავლობაში გაუვლია ძალიან ბევრი, ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც იმდენჯერ წასულან და მოსულან, რომ საბოლოოდ, ვეღარ დაგვითვლია, რამდენი წავიდა და რამდენი მოვიდა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ვიღაც წავა, მაგრამ ვიღაც ახალი მოვა. მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ღიაა ახალი კადრებისთვის, აძლევს შესაძლებლობას მათ მოვიდნენ პარტიაში, დაიმკვიდრონ თავი პოლიტიკაში, იყვნენ აქტიურები და იბრძოლონ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია „ქართული ოცნება“, ანუ იგივე რუსული ოცნება. ვიღაცები ამ ბრძოლაში ძლებენ, ვიღაცები ვერ ძლებენ, ვიღაცები თავს ვერ იმკვიდრებენ, ვერც პარტიაში და ვერც პოლიტიკაში. ეს არ არის ნამდვილად კარგი პროცესი. ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს პარტიიდან წასული პარტიისთვის არის დანაკლისი, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ნონა იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, თვითონ ნონასთვისაც კარგი იქნებოდა, ჰქონდა პოტენციალი, რომ ყოფილიყო ამ ყველაფერში. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებაში არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ ნონას დააკლდა გამოცდილება, მათ შორის პოლიტიკაში და მათ შორის პარტიაში ყოფნის, რადგან ეს სიძნელეებთან არის დაკავშირებული. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა აქამდეც გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სიძლიერეა 600 ათასი ამომრჩეველი, და ჩვენი პარტიის გმირი წევრები, რომლებსაც თავიანთი ბრძოლით ყოველთვის შეუძლია, რომ ნებისმიერი კრიზისი, რომელიც შეიძლება იყოს პარტიაში გადალახონ“, – განაცხადა წითლიძემ.
ნონა მამულაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტსა და„ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.
მამულაშვილის ეს გადაწყვეტილება, არ გაკვირვებია, ენმ-ს უკვე ყოფილ წევრ, ნიკა ობოლაძეს. მისი თქმით, პარტიაში კრიზისია და სწორედ ეს არის მიზეზი, იმისა, რომ პარტია იცლება.
0
0