მამუკა მდინარაძე - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება გვიწევს
                            
                        A-
                    +A
                
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის „გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება“ უწევთ. ამის შესახებ მდინარაძე „ფეისბუქში“ წერს და აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპულიოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
                
                
                
                                    
„ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!
ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან...
განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთო ეროვნული მიზანი აფერხებთ...
არაუშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!“ - წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.
0
0
440
                                                    სიახლეები
                    ყველა
                
                                                                        
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                            
            ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
        ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
                დიახ
                            25%
                        არა
                            75%
                         
             
             
             
             
             
            