
აშშ-ის შტატ არკანზასში, 34 წლის მამაკაცმა ნათან ბრიჯსმა თავისი შეყვარებულის 5 წლის შვილი უნიტაზში დაახრჩო და ცხედარი იატაკის ქვეშ ამოჭრილ ხვრელში დამალა. მანამდე კი, ნათან ბრიჯსმა ბიჭის პროვოცირება მოახდინა - შეაშინა და ბავშვი იძულებული გახდა, მისთვის ხელზე ეკბინა.
როგორც Mirror-ი წერს, პოლიციამ ბლუ როლანდის ცხედარი შემზარავი მკვლელობის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ იპოვა. ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფ ბლუს 6 წლის დას მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩნდა - მკლავების, გულმკერდისა და ფეხების დამწვრობით, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრიჯსი ინციდენტის ადგილზე დააკავა.
დაღუპული ბავშვის დედამ ეშლი როლანდმა პოლიციას აცნობა, რომ ბრიჯსმა ბლუს პროვოცირებით ფატალური ინციდენტი გამოიწვია და ბიჭმა მას ხელზე უკბინა. „განრისხებულმა ბრიჯსმა ბლუ აბაზანაში შეიყვანა, სადაც მან რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ბავშვი უნიტაზში დაახრჩო.“
ეშლი როლანდმა ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბრიჯსმა მათი სახლის ხის იატაკი ამოჭრა, სადაც პლასტმასის ჩანთაში გახვეული და საბნით დაფარული ბავშვი დამალა. 3 თვის შემდეგ, დეტექტივებმა სახლში ახლადდაჭედებული ფიცარი შენიშნეს, მიწის ზედა ფენა ამოთხარეს და ბავშვის ცხედარს მიაგნეს. ბრიჯსმა დანაშაული აღიარა და მას 60-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
0
0