მაკრონმა ერდოღანს მოუწოდა, რუსეთის მიერ დასავლური სანქციების თურქეთის გავლით თავიდან არიდებას დაუპირისპირდეს
25/02/2023
14:01
პოლიტიკა
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, რუსეთის მიერ დასავლური სანქციების თურქეთის გავლით თავიდან არიდებას ებრძოლოს.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა დაწესებული სანქციების ყოველგვარი თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული შეშფოთება“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ემანუელ მაკრონსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ამასთან, ინფორმაციის თანახმად, ემანუელ მაკრონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას განაცხადა, რომ „რუსეთზე ზეწოლა და მისი იზოლაცია უნდა გაიზარდოს“, რათა ამ გზით მოსკოვი აიძულონ, თავდასხმები შეაჩეროს.
0
0
207
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%