19/11/2021
16:53
მსოფლიო
ისა სანოგოს თქმით, ქვიშის ქარიშხლებთან და მავნებლებთან ერთად, ყველაზე საშინელი 40-წლიანი გვალვის შედეგებმა, კუნძულის სამხრეთ ნაწილების მოსახლეობისთვის საკუთარი საკვების მოყვანა, სულ მცირე, სამი წლის მანძილზე შეუძლებელი გახადა.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) განცხადებით, სამხრეთ მადაგასკარშიმოსახლეობის შიმშილი, პირველ რიგში, გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით. გაერო და პარტნიორი ორგანიზაციები 231 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას [2022 წლის მაისამდე] ითხოვენ.
„უკიდურესი გვალვით გამოწვეული შიმშილით მადაგასკარში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. ქალები, ბავშვები და ოჯახები კაქტუსებსა და კალიებს ჭამენ, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი უკიდურესად არასრულფასოვნად იკვებება. ეს ხდება ქვეყანასა და რეგიონში, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად იწვევს,” - განაცხადა სანოგომ.
ოჯახები იძულებულნი გახდნენ, საკვებისა და წყლის შოვნაში დასახმარებლად, შვილები სკოლიდანგაეყვანათ. გაიზარდა გენდერული ძალადობა, ბავშვებზე ძალადობა, ასევე, სოფლიდან ქალაქში სარჩოსა და მომსახურების საძიებლად იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი.
მთავრობის ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს ოპერაციები მადაგასკარში და 900 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. თუმცა, სანოგომ განაცხადა, რომ კრიზისული სეზონის პიკი, რომელიც იანვრიდან აპრილამდე გრძელდება, სწრაფად მოახლოვდა და ხაზი გაუსვა მსოფლიოს მხრიდან რეაგირების კრიტიკულ აუცილებლობას.
"მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოავლინოს სოლიდარობა მადაგასკარის ხალხის მიმართ, რომელიც კლიმატის კრიზისის მძიმე ტვირთს ატარებს და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭირო დაფინანსება უზრუნველყოს", - განაცხადა სანოგომ.
0
0