
ევროპაში ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებით ვკითხე სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის ქვეყნებმა უფრო მეტი თანხა მიაწოდეს რუსეთს თუ უკრაინას 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე პერიოდში, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც პასუხი რუსეთი იყო და დიდი სხვაობით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა.
„ამ კვირაში ევროპაში ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებით ვკითხე სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის ქვეყნებმა უფრო მეტი თანხა მიაწოდეს რუსეთს თუ უკრაინას 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე პერიოდში. გაკვირვებული დავრჩი, როდესაც პასუხი რუსეთი იყო და დიდი სხვაობით. ვიცოდი, რომ ბევრი ქვეყანა დაკავშირებული იყო ენერგეტიკით რუსეთთან, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა მასშტაბზე და რამდენად (კოლექტიურად) დაჩრდილა მათი დახმარება უკრაინისთვის. გთხოვთ, იხილოთ ცხრილი. რუსეთისთვის გაგზავნილი თანხა ლურჯადაა, უკრაინისთვის გაგზავნილი – ნარინჯისფრად“, – განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.
0
0